
ბრიუსელს და ევროპელებს ომის მიმართ განსხვავებული ხედვა აქვთ. მშვიდობის მომხრე არის მხოლოდ აშშ-ის და პატარა უნგრეთის მთავრობები, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან თეთრ სახლში შეხვედრისას განაცხადა.
„ყველა სხვა მთავრობა ევროპაში უპირატესობას ანიჭებს ომის გაგრძელებას, რადგან ბევრი მათგანი ფიქრობს, რომ უკრაინას ფრონტის ხაზზე გამარჯვება შეუძლია, რაც სიტუაციის არასწორად გაგებაა. ეს რთული საკითხია, რომელსაც განვიხილავთ“, – აღნიშნა ორბანმა.
ამ განცხადების შემდეგ დონალდ ტრამპმა მას ჰკითხა: თქვენ ამბობთ, რომ უკრაინას ამ ომის მოგება არ შეუძლია? ორბანმა კი უპასუხა, რომ „სასწაულიც შეიძლება მოხდეს“.
ამასთან, ვიქტორ ორბანის თქმით, უნგრეთი არის ერთგვარი კუნძული ლიბერალურ ევროპაში.
„ჩვენ ერთადერთი მთავრობა ვართ ევროპაში, რომელიც საკუთარ თავს განიხილავს თანამედროვე ქრისტიანულ მთავრობად. ყველა დანარჩენი მთავრობა ევროპაში არის ლიბერალი მემარცხენე მთავრობა. 2010 წლიდან სრულად განსხვავებული საქმის კეთებას ვცდილობთ როგორც ფილოსოფიურ, ასევე პრაქტიკულ დონეზე. ჩვენ ვართ ერთგვარი კუნძული ლიბერალურ ოკეანეში ევროპაში. ეს არის ზუსტი კატეგორია იმის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ“, – აღნიშნა ორბანმა.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, ფაქტია, რომ ორბანი დიდი ლიდერია, მას ყველგან პატივს სცემენ.
„ყველა ლიდერს არ მოსწონს ის. ეს ლიდერები არასწორები იყვნენ იმირაციასა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. თუ შეხედავთ ევროპას, მათ უზარმაზარი შეცდომა დაუშვეს იმირაციასთან დაკავშირებით. მას არ დაუშვია შეცდომა ამ საკითხში. მას ყველა პატივს სცემს, მაგრამ ცოტას მოსწონს. მე მომწონს და პატივს ვცემ. მე ორმაგად ვაფასებ. უნგრეთს სწორად მართავენ და სწორედ ამიტომ ის ძალიან წარმატებული იქნება მომავალ არჩევნებში“, – განაცხადა ტრამპმა.
0
0