
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი მიიჩნევს, რომ აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა ბუდაპეშტში, შესაძლოა, რამდენიმე დღეში გაიმართოს მას შემდეგ, რაც მოსკოვი და ვაშინგტონი მათ შორის არსებულ „ერთ-ორ გადაუჭრელ საკითხს“ მოაგვარებენ, - ამის შესახებ ორბანმა გამოცემა Magyar Nemzet-თან ინტერვიუში განაცხადა.
„აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებში ერთ-ორი გადაუჭრელი საკითხია. თუ ეს საკითხები მოგვარდება, ბუდაპეშტის სამშვიდობო სამიტი, შესაძლოა, რამდენიმე დღეში გაიმართოს და ამის შემდეგ, მხარეთა შეთანხმებიდან გამომდინარე, შესაძლოა ცეცხლის შეწყვეტა და მშვიდობა დამყარდეს“, - აღნიშნა ორბანმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოქტომბერში განაცხადა, რომ რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას ბუდაპეშტი შეხვედრაზე შეთანხმდნენ. ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში ტრამპმა აღნიშნა, რომ პუტინთან შეხვედრა გააუქმა.
0
0