15/12/2023
11:27
მსოფლიო
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, უნგრეთმა დაბლოკა უკრაინისთვის ევროკავშირის 50 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება.
„ღამის შეჯამება: ვეტო უკრაინას დამატებით ფულზე, ვეტო მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩოს მიმოხილვაზე. საკითხს მომავალ წელს ევროპის საბჭოში სათანადო მომზადების შემდეგ დავუბრუნდებით“, – წერს ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში.
ევროპულმა საბჭომ გუშინ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებები გაიხსნის შესახებ. როგორც გაირკვა, გადაწყვეტილების მიღების დროს ვიქტორ ორბანი დარბაზში არ იყოფებოდა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა, რომ თავი შეიკავა ევროპული საბჭოს სხდომაზე უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროცესის დაწყების საკითხზე კენჭისყრაში მონაწილეობისგან და განაცხადა: „უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება არის ცუდი გადაწყვეტილება, უნგრეთი არ მონაწილეობდა ამ გადაწყვეტილების მიღებაში“.
მოგვიანებით, ბელგიის პრემიერ-მინისტმა, ალექსანდრ დე კრომ განმარტა, რომ ვიქტორ ორბანს უკრაინის საკითხზე ვეტოს უფლებით არ უსარგებლია, ის ხმის მიცემაში არ მონაწილეობდა.
0
0