
ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი, “ტვიტერზე” აქვეყნებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის პოსტს, რომელიც ქართველი დიპლომატისა და უნგრელი კოლეგის თბილისში შეხვედრას შეეხება.
ვიოლა ფონ კრამონი ილია დარჩიაშვილის პოსტის პასუხად წერს:
“ღმერთო ჩემო, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოს „ნამდვილ მეგობრად“ მიჩნევა ყველაფერზე მიუთითებს! ეს არის მთავრობა, რომელმაც ევროკავშირის წევრობის მიუხედავად, გააუქმა დემოკრატიული სისტემა და დაარღვია კანონის უზენაესობა, წარმოადგენს რუსეთის დე-ფაქტო მარიონეტულ რეჟიმს და თითქმის არც უჭერს მხარს უკრაინას“, - დაწერა ”ტვიტერზე" ვიოლა ფონ კრამონმა.
ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თავის პოსტში წერს:
„ყოველთვის სასიამოვნოა საქართველოს ნამდვილი მეგობრის - უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პიტერ სიიარტოს - მასპინძლობა თბილისში. ჩვენ კვლავ განვამტკიცებთ უნგრეთსა და საქართველოს შორის კავშირებს, რომლებიც ორმხრივი ინტერესის სფეროში შემავალ სხვადასხვა საკითხს ითვალისწინებს,“ - წერს ილია დარჩიაშვილი, რომელმაც უნგრელ კოლეგას თბილისში გუშინ უმასპინძლა.
0
0