
სანქცირებული კალანდარიშვილის, ივანიშვილის, რუსული პარტიის პირობებში, ვინც წარმოდგენაში, თეატრში, არჩევნებად წოდებულში მონაწილეობას განიხილავს, დადასტურებულად იქნება ივანიშვილის მსახიობი, რეჟიმის თანამონაწილე! – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, „როდესაც პოლიტპატიმრები, ახალი ტყვეები, ოპოზიციური პარტიის ლიდერები ციხეში არიან, ამ დროს, სიტყვა „არჩევნების“ გამოყენებაც კი დანაშაულია!“
„სანქცირებული კალანდარიშვილის, ივანიშვილის, რუსული პარტიის პირობებში, ვინც წარმოდგენაში, თეატრში, არჩევნებად წოდებულში მონაწილეობას განიხილავს, დადასტურებულად იქნება ივანიშვილის მსახიობი, რეჟიმის თანამონაწილე! პოლიტპატიმრები ციხეში, პლუს ახალი ტყვეები, ახლა უკვე, ოპოზიციური პარტიის ლიდერები და ამ დროს, სიტყვა „არჩევნების“ გამოყენებაც კი - დანაშაულია! ეგ არის ივანიშვილის წარმოდგენა/სპექტაკლი!
ივანიშვილმა ეს სპექტაკლი, წარმოდგენა ვერ უნდა გამართოს და ამის გარშემო გავერთიანდეთ! საქართველო ივანიშვილის გარეშე! ბიძინა უნდა დაემხოს!“ - წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.
0
0
საბურთალოზე მამაკაცი დაჭრეს
28/05/2025