09/04/2025
15:28

36 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან - დღევანდელ დღეს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას და მემორიალთან მომხდარ დაპირისპირებებს პროვოკაციად აფასებს მმართველი გუნდი. "ქართული ოცნების" წევრების განცხადებით, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ გარედან მართული ძალები ცდილობენ დაღუპულთა ხსოვნა დაპირისპირების და ქაოსის საშუალებად აქციონ.
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, დაგეგმილ სცენარს და პროვოკაციებს ხელისუფლება არ აყვა. ირაკლი კობახიძე მმართველი გუნდის წევრებთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ იმ ადამიანების ადგილი, რომლებიც მემორიალთან სხვა ადამიანების სალანძღავად მოვიდნენ, 9 აპრილის გმირების მემორიალთან არ არის.
"ვისაც უნდოდა პატივი მიეგო ამ ტრაგიკული დღისთვის, ამ სისხლიან დღეს დაღუპული გმირებისთვის, ყველა ეს ადამიანი აქ მოვიდა და მიაგო პატივი. ის ადამიანები, რომლებიც აქ მოვიდნენ ადამიანების სალანძღავად, ისეთი ადამიანების, რომლებსაც არ ეთანხმებიან, მათი უშვერი სიტყვებით მოსახსენიებლად, ეგეთი ადამიანების ადგილი არასდროს იყო 9 აპრილის გმირების მემორიალთან, არასდროს არ იქნება მომავალში. ისეთი ადამიანი არის აქ პროვოკაციისთვის მოსული", - აცხადებს პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი თაზო დათუნაშვილი.
0
0