
„ნეტა, რა ჩაიდინა გიორგი თარგამაძემ ისეთი, რომ ჯერ კომისიაზე იბარებენ და მერე, უაპელაციოდ უარს აცხადებს მისვლაზე?“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე წერს, „ფორმულას“ გენერალური დირექტორის მოადგილე, ტელეწამყვანი გიორგი თარგამაძის იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომ ის პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მისვლას არ აპირებს.
ზურაბ ქადაგიძის თქმით, ვინმეს თუ ჰგონია, რომ იმ ბოროტ, მოღალატეობრივ რეზოლუცია 1633-თან ოდნავ მაინც შეხებას აირიდებს, ძალიან ცდება, მათ შორის, გიორგი თარგამაძეც.
„მოწმედ თუ იბარებენ, რა პრობლემა უნდა ჰქონდეს - რაც ემახსოვრება, იტყვის იმას და კომისიასაც პრეტენზიები აღარ ექნება.
შემთხვევით, ევროსაბჭოს რეზოლუცია 1633-ზე ხომ არ აქვს ხელი მოწერილი და საქართველოსთვის ომის დაწყება და ქართული ჯარისთვის სამხედრო დანაშაულები, განსაკუთრებით, აკრძალული იარაღის გამოყენებით ხომ არ დაუბრალებია?!
ეს ახლა რომ ჟურნალისტის ამპლუაში გვევლინება და კაცობაზე თავს დებს, წინა ცხოვრებაში სააკაშვილის "ცხვირსახოცად" მუშაობდა და ყველაფერი "გაუპრავა" „ნაციონალურ მოძრაობას“, რა სიბოროტეების "გაპრავებაც" ესაჭიროებოდათ.
ჰოდა, თუ ვინმეს ჰგონია მოღალატეობრივ რეზოლუცია 1633-ს აირიდებს, ვისაც კი ოდნავ მაინც შეხება ჰქონია ამ ბოროტ დეკლარაციასთან, ძალიან ცდება, მათ შორის - ეს სააკაშვილის "ცხვირსახოციც"!“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.
0
0