
“ვინმემ იცით, ამ მოსიარულე კრეტინს რა უნდა?“ - ასე ეხმაურება რომან გოცირიძე 21 აგვისტოს გიორგი ჩალაძის მიერ “ფეისბუქზე“ დაწერილ სტატუსს.
“ზოგს ინტელექტი აკლია (ან არ აქვს), ზოგი ვირეშმაკაა, ზოგიც უბრალოდ კუპონა ან რაც გინდათ, ის დაუძახეთ“ - წერდა გიორგი ჩალაძე.
ღია დაპირისპირება რომან გოცირიძის მხრიდან მწვავე ფაზაში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც გოცირიძემ აქამდე უცნობი დეტალები გაასაჯაროვა:
“2019 წლის 23 თებერვალს, პარტიის ოფისის შტურმის დაწყებამდე, გაგდებულ იქნა პარტიის ოფისიდან და მისი ხელმეორე სტუმრობა სამი წლის შემდეგ იგივე შედეგით დამთავრდა. მიშას თანამებრძოლის როლი მოირგო და ამდენი წელი თავს ვიკავებდით ამ კრეტინი ვირეშმაკას შესახებ ღიად საუბარზე...
პარტიის ოფისის შტურმის წინა დღეს, როცა ნიკა მელიას იცავდა ათასზე მეტი ადამიანი, კინწისკვრით იქნა გაგდებული პარტიიდან ინტრიგნობისათვის. დროზე რომ თქმულიყო ეს, ვერ გაბედავდა თავისი ჩვეული ინტრიგნობის გაგრძელებას. ბოლოს მეორეჯერ იქნა გაგდებული კინწისკვრით ორიოდე თვის წინათ, როცა გაბედა და “შემოიხედა” პარტიის ოფისში.“ - წერს რომან გოცირიძე.
0
0