
"ვინმემ არ თქვას ქართველ ექიმებზე აუგი! კოშმარული ფაქტის მომსწრე გავხდი", ამის შესახებ საგზაო შემთხვევის ერთ-ერთი თვითმხილველი სოციალურ ქსელში წერს.
მისი ინფორმაციით, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ავტოსაგზაო შემთხევვა მოხდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა.
"წამში მთელი რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები თავისი ჟანგბადის ბალონებით stretcher - ით და ა.შ შემთხვევის ადგილზე აღმოჩნდნენ. როგორ უკეთებდნენ გულის მასაჟს მონაცვლეობით, რომ გენახათ… გააჩერეს მოძრაობა, გადაკეტეს stretcher - ით გამზირი. ერთი ჟანგბადის ბალონს მიარბენინებდა, მეორე კი გულის მასაჟს უკეთებდა… იმედის მომცემი სანახაობა იყო. ღმერთო, გადაარჩინე ახალგაზრდა კაცი!
ჩემი დიდი პატივისცემა რესპუბლიკური საავადმყოფოს მედ პერსონალს!", წერს თვითმხილველი და შემთხვევის ადგილიდან ფოტო-ვიდეო მასალას აქვეყნებს.
0
0