
პოლიტიკური ჯგუფი „ევროოპტიმისტების“ წარმომადგენელი რომან გოცირიძე საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, „ვინც სტატუსის წინააღმდეგია და ამას არც მალავს, მცდარ პოზიციაზე მყოფი, მაგრამ წესიერი ადამიანია. ვინც ჩუმჩუმელობს, მშიშარა“.
„ბოიკოტზე და ანტიშარლმიშელზე რომ ატყდა ისტერიკა და დრომ რომ გვაჩვენა, ვინ იყო მტყუანი და ვინ მართალი, ასე გამოჩნდება ცოტა დროის გასვლის შემდეგ სტატუსთან დაკავშირებული პოზიციებიც.
არა ვარ საქართველოში და ბოლომდე ახლა გავერკვიე რა მსგავსი სახის ისტერია ამტყდარა და თანაც იმ ადამიანებისაგან, ვინც შარლ მიშელს გმობდა, ბოიკოტს უჭირდა მხარს და აჭარის დეპუტატზე სანაგვე ყუთის თავზე დამხობას ზეიმობდა.
ზოგი დაუკრეფავშიც გადასულა. ვნახე რაღაც კომენტარები. ისეთს დაგიკომენტარებ, სტატუსი კი არა, თავიც რომ დაგავიწყდეს. ვინც სტატუსის წინააღმდეგია და ამას არც მალავს, მცდარ პოზიციაზე მყოფი, მაგრამ წესიერი ადამიანია. ვინც ჩუმჩუმელობს, არის მშიშარა და ორპირი“, - აცხადებს რომან გოცირიძე.
0
0