25/10/2024
21:56
პოლიტიკა
ვინც სახლში დარჩება და არ წავა არჩევნებზე, იმას საქართველო არ უყვარს, რაც გინდა გადაგრეხილი ყანწებით სვით მერე სადღეგრძელოები , - ასე მიმართა კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე გამართულ კოალიციის ერთობლივ ბრიფინგზე.
ელისაშვილის თქმით, ქვეყანა განსაცდელისგან გადარჩენას ითხოვს.
“სულ ვიბრძოდით, სულ მეომარი ხალხი ვიყავით და ყოველთვის გვწყუროდა გამარჯვება და ძალიან ახლოს ვართ ახლა ამ გამარჯვებასთან, ერთადერთი რამ გვჭირდება.
ხომ ყველას დაგვილევია საქართველოს სადღეგრძელო, რატომ? - იმიტომ, რომ ასე გვინდა დავუმტკიცოთ საქართველოს სიყვარული. თუ საქართველოს ნამდვილად გვინდა სიყვარული დავუმტკიცოთ, ხვალ არ უნდა დავიზაროთ, უნდა ავდგეთ და დილის 08:00 საათიდან უზარმაზარი ტალღა უნდა მიაწყდეს საარჩევნო უბნებს. მარტივ რამეს ითხოვს ჩვენგან საქართველო, რომ განსაცდელს გადავარჩინოთ - უნდა მივიდეთ და გავაფერადოთ.
გააფერადეთ ოპოზიცია, არ დასხდეთ სახლში, მუხანათობაა სახლში დარჩენა. ვინც სახლში დარჩება და არ წავა არჩევნებზე, იმას საქართველო არ უყვარს, რაც გინდა გადაგრეხილი ყანწებით სვით მერე სადღეგრძელოები. მოდი, ერთად დავირაზმოთ და ამ სამშობლოს მოღალატეებს ვაჩვენოთ, სინამდვილეში როგორ გვწყურია გამარჯვება და გვიყვარს ჩვენი ქვეყანა. ხმებსაც დავიცავთ, ვიბრძოლებთ კიდევაც, გავიმარჯვებთ კიდევაც და გელოდებით ყველას არჩევნებზე”, - განაცხადა ელისაშვილმა.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
26/10/2024