04/04/2023
16:12
პოლიტიკა
ვინც მის კარნახს არ დაემორჩილება, სამიზნე ხდება – ოლიგარქობის ამბიციაა, - ამის შესახებ გიგა ბოკერია ყოფილი პარტნიორზე, დავით კეზერაშვილზე საუბრისას აცხადებს.
"ევროპული საქართველოს" ლიდერის განცხადებით, კეზერაშვილი არის პირი, რომელსაც პარტნიორობა არ შეუძლია და კულისებიდან მართავს იმ ადამიანებს, რომლებიც ემორჩილებიან, რაც კლასიკური გაგებით შეიძლება ოლიგარქობისკენ მისწრაფებად იქნას აღქმული.
როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ანა წითლიძე ამბობს, რომ საქართველოში ბიძინა ივანიშვილის გარდა სხვა ოლიგარქი არ არის.
"მას ბუნებრივია შეუძლია ჰქონდეს საკუთარი მოსაზრება და მე პატივს ვცემ მის მოსაზრებას, მე ამ დეტალებში ვერ შევალ ნამდვილად, რადგან არც მათი ურთიერთობის თავი ვიცი და არც მათი ურთიერთობის ბოლო ვიცი. მე ერთადერთი რამე შემიძლია ვთქვა, რომ გარდა ბიძინა ივანიშვილისა სხვა ოლიგარქი ამ ქვეყანას არ ჰყავს", - განაცხადა ანა წითლიძემ.
პარლამენტის წევრი, პარტიის ”საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი მიხეილ დაუშვილი აცხადებს, რომ ოლიგარქი როგორც ხელისუფლების მხარეს არის მიუღებელი, ასეთივე მიუღებელია ოპოზიციის მხარესაც.
"როგორც მიუღებელია ხელისუფლების მხარეს, ასევე მიუღებელია ოპოზიციის მხარეს. ეს არის, რაიმე სახით არაფორმალური პროცესების მართვა და არაფორმალურად პროცესებში მონაწილეობა. რა თქმა უნდა პოლიტიკაში მონაწილეობის უფლება ყველას აქვს და პოლიტიკაში ადამიანები უნდა მონაწილეობდნენ ღიად და საჯაროდ. ეს ყველაფერი არ უნდა იყოს დაფარული. როდესაც პოლიტიკის ნაწილი არ ხარ და თან პოლიტიკას მართავ, ეს მიუღებელია", - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.
0
0