
„ტაბულას“ დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის დღევანდელ წერილს გამოეხმაურა:
„შათირიშვილის ბოდვა კი არა და გუშინ, ერთ ქოც სპიკერთან მომიწია კამათის მსგავსი.
ბალანსის პოლიტიკას ატარებს ბიძინაო. უსაფრთხოსო.
(ამ პოსტში იმას არ შევეხები, საქართველო რომ იზოლირებული ქვეყანა ჰგონია, რომელმაც იმპერიები უნდა დააბალანსოს – არ განიხილავს საქართველოს ევროპული ცივილიზაციის ნაწილად, ჩამორჩენილი მესამე სამყაროს ქვეყნად გვთვლის, რომელმაც იმპერიების ინტერესები უნდა აბალანსოს).
ბალანსი როგორ ესმის – პოსტის თემა ესაა.
ბალანსი ყოფილა ის, რომ დასავლეთი უნდა ლანძღო და რუსეთთან დაკავშირებით ფეხის წვერებზე იარო.
ანუ ვინც გკლავს, გაუპატიურებს, გიპყრობს იმას უნდა დაუყვავო და ვინც მეგობარია და მოძალადისგან გიცავს (ავად თუ კარგად), იმას უნდა ცილი დასწამო და გამოლანძღო.
ესაა ივანიშვილის ბალანსი – ასეთი სასწორითაა წარმოდგენილი," წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
0
0