-share.jpg)
"ვინც ბელადს განუდგება - განულდება. ეს არის ნორმა ქოცებშიც და ნაცებშიც" - ამის შესახებ “ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს:
"ახლა სხვა პოსტის წერისას გამიელვა, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრის უმრავლესობა, ბიძინას ან მიშას გარეშე, თვიაღიარებული ნულია.
ანუ ისიც არაა, რომ სხვა უწოდებს ნულს.
თვითონ ამბობენ ამას ყოველ დღე.
ძალაუფლება უპყრია, და დღეს ძალაუფლების ხელში ჩაგდების რეალური კანდიდატია ხალხი, რომელიც ამბობს რომ ბიძინას, ან მიშას გარეშე, პოლიტიკურად ნულია.
თავის ნულად გამოცხადების გარეშე ადგილს ვერ შეინარჩუნებენ.
ვინც ბელადს განუდგება - განულდება
ეს არის ნორმა ქოცებშიც და ნაცებშიც.
უბრალოდ ნაცები მეტს ჭყვიტინებენ ამაზე რადგან ოპოზიციაში არიან და მეტი ფაფხური სჭირდებათ პოზიციების შესანარჩუნებლად (ან მოსაპოვებლად)." - წერს ჩერგოლეიშვილი.
0
0