
“მსოფლიოს არაერთ ლიდერს გაიხსენებთ, ათწლეულები რომ გაუტარებიათ საკანში და გაუმარჯვიათ. მიშამ, სამწუხაროდ, მალევე ხელი ჩაიქნია - არ განვსჯი, მისი არჩევანია”, ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანი, პარტიის ყოფილი წევრი ანდრო ბარნოვი წერს.
"თავად სააკაშვილისთვის რომ გეკითხათ, საზოგადოების ინტერესი უფრო მნიშვნელოვანია თუ ერთი ადამიანის ინტერესი, კეთილდღეობა ან, თუნდაც, სიცოცხლე, როგორ გგონიათ, რას გიპასუხებდათ?
სწორია: საზოგადოების.
იმიტომ, რომ თეორიულად ეს ყველამ იცის. დაურღვევია მიშას ეს პრინციპი ოდესმე? სამწუხაროდ არაერთხელ და ახლაც არღვევს, როცა თავისუფლების სანაცვლოდ პოლიტიკიდან წასვლას გვპირდება.
მძიმეა მისი არჩევანი, თუმცა ჩვენს თვალწინ ახალაია 10 წელი იჯდა, მერაბიშვილი - 6.
ხმა არ გაუღიათ.
ახალაიამ შეწყალებაზე საჯარო უარი თქვა, მერაბიშვილმა გარიგებაზე უარი თქვა, მსოფლიოს არაერთ ლიდერს გაიხსენებთ, ათწლეულები რომ გაუტარებიათ საკანში და გაუმარჯვიათ. მიშამ, სამწუხაროდ, მალევე ხელი ჩაიქნია. არ განვსჯი, მისი არჩევანია, თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ ეს დამაზიანებელია საზოგადოებისთვის და იმ იდეისთვის, რომელსაც ის განასახიერებს.
ყველა, ვინც გვიკიჟინებს, აქციები არ ჩავატაროთ, მიშასთვის ეს დამაზიანებელიაო, ან უტვინოა, ან - გაყიდული. საზოგადოება ერთი ადამიანის ინტერესით ვერ იხელმძღვანელებს, ვინც გინდა იყოს ის! დიახ, აქციები უნდა ჩატარდეს და ეს მთავრობა მოშორდეს, რადგან საზოგადოებას სჭირდება ეს!
ასევე ყველა, ვინც გვიკიჟინებს, მიშა უნდა გადავარჩინოთო, ჩვენს ემოციებზე თამაშობს, დაგვცინის და გვატყუებს! მიშა კი არა, ჩვენი თავები უნდა გადავარჩინოთ გაქსუებული, მტრის მონა ფეოდალისგან, რომელიც პირადი მტრების რიტუალურ მკვლელობასაც აღარ ერიდება.
ერთი სიტყვით, ყველაფერი უკუღმა, მახინჯურად და ყალბად მიდის. სავარაუდოდ, სწორედ ესაა უკვე ჩვევაში გადასული ჩასვრილობის მიზეზი.
მტრის მონა ოლიგარქს მკვლელობის უფლება არ უნდა მივცეთ, სუსტი ნებისყოფის პოლიტიკოსებს კი - ლიდერობის ილუზია. რაც მთავარია, ჩვენს თავს უნდა მივცეთ თავისუფლება, რომ მომავალი არსებობდეს ამ ქვეყანაში.
დილა მშვიდობისა", წერს ბარნოვი.
0
0