ვინ თავისუფლდება საშემოსავლო და მოგების გადასახადისაგან - პარლამენტმა საგადასახადო კოდექსში ცვლილებები დაამტკიცა
14/12/2023
17:45
ეკონომიკა
A-
+A
პარლამენტმა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო.
კანონპროექტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან და მოგების გადასახადისაგან თავისუფლდება აგრო ტურისტული და ღვინის ტურისტული საქმიანობების სუბიექტების საქმიანობის ფარგლებში პირის მიერ მიღებული შემოსავალი და გაცემული ხელფასი.
კანონპროექტის თანახმად, სუბიექტებზე აღნიშნული საგადასახადო შეღავათი, აგრო ტურისტული და ღვინის ტურისტული საქმიანობების სტატუსის მინიჭებიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში გავრცელდება და იგი მხოლოდ იმ სუბიექტებს შეეხებათ, რომელთა წლიური შემოსავალი 500 000 ლარს არ აღემატება.
0
0
599
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%