20/09/2022
13:45
სხვადასხვა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "ინსტაგრამზე“ ლონდონიდან ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც ვესტმინსტერის სააბატოშია გადაღებული. სალომე ზურაბიშვილის ჩაცმულობამ სოციალურ ქსელში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
ცნობილი გახდა, რომ სალომე ზურაბიშვილი ამჯერადაც ქართველმა დიზაინერებმა შემოსეს. როგორც პრესსამსახურში განაცხადეს, პრეზიდენტის სამოსზე - ირაკლი ნასიძემ, ქუდზე ჯაბა დიასამიძემ, ხოლო ჩანთაზე ნინი ზარქუამ იზრუნეს.
ცნობისთვის, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ზურაბიშვილი ქართველ დიზაინერებთან ხშირად თანამშრომლობს. მაგალითად, ვაჟის, თეიმურაზ გორჯესტანის ქორწილისთვისმან კაბა დიზაინერ ქეთი ჩხიკვაძესთან შეიკერა.
რაც შეეხება, ჯაბა დიასამიძეს სალომე ზურაბიშვილი მას პირადად იცნობს. ისევე როგორც სალომე ზურაბიშვილი, ჯაბა დიასამიძეც საფრანგეთში - ემიგრაციაში გაიზარდა და ერთმანეთი სწორედ იქ გაიცნეს.
ჯაბამ ერთხელ უკვე იზრუნა ინაუგურაციაზე პრეზიდენტის ჩაცმულობაზე. რაც შეეხება ირაკლი ნასიძეს ის 25 წლის წინ წავიდა საქართველოდან და წლებია პარიზში მოღვაწეობს.
წყარო: ambebi.ge
0
0