
პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით ჩაგდების შემდეგ ამავე კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა დაჩი ბერაიამ კომენტარი მედიასთან გააკეთა და თქვა, რომ კანონი რუსული არ არის.
„ვინ გითხრათ რომ კანონი რუსულია? მითხარით რუსული რა წერია კანონში? ერთი წინადადება მითხრაით რა წერია რუსული?“, - აღნიშნა ბერაიამ.
ჟურნალისტის კითხვაზე აკეთებთ თუ არა ამ კანონის ინიცირებით რუსულ საქმეს? ბერაიამ კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ მიღებული გადაწყვეტილება პასუხისმგებლიანი იყო.
„ჩემი ღრმა რწმენით ეს იყო პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ესკალაცია არ მომხდარიყო და არ მოჰყოლოდა ის ნეგატიური შედეგები, რომელსაც მავანი ცდილობენ რომ მოახდინონ. სწორედ ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება“, - აცხადებს ბერაია.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ჩააგდო.
მმართველმა გუნდმა ე.წ. აგენტების კანონის გაწვევის გადაწყვეტილება დედაქალაქსა და ქვეყნის სხვა რეგიონებში გამართული საპროტესტო აქციების შემდეგ მიიღო.
0
0