
“დედა ელისაბედმა მითხრა, რომ გამოვიდა პატრიარქმა მითხრა, რომ წაიყვანე ზურა შენთან, ფოკაშიო. ეს გამახსენდა და ალბათ, კი ეს იყო გაფრთხილება, მინიშნება” - ამის შესახებ, ზურაბ ჟვანიას მეუღლემ, ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ რადიო “სივრცის” გადაცემაში - “სივრცეში ეკა ვეფხვაძესთან” სტუმრობისას განაცხადა:
„არ ვიცი მე ეს ზურასგან არ გამიგია, მაგრამ სწორედ გუშინ ვიხსენებდი, რომ რევოლუციის დღეს, როცა ხალხით სავსე იყო ყველაფერი, ზურას ჰყავდა ძალიან ახლო მეგობარი - იღუმენია ელისაბედი, ფოკის იღუმენია იყო და მასთან ერთად მივიდა პატრიარქთან და ისაუბრეს, ზუსტად არ ვიცი რა ისაუბრეს, მაგრამ დედა ელისაბედმა მითხრა, რომ გამოვიდა პატრიარქმა მითხრა, რომ წაიყვანე ზურა შენთან, ფოკაშიო. ეს გამახსენდა და ალბათ, კი ეს იყო გაფრთხილება, მინიშნება.“ - განაცხადა ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ.
0
0