
სსიპ ანტიკორუფციულ ბიუროს რაჟდენ კუპრაშვილი უხელმძღვანელებს. მას უკვე შეხვდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. შეხვედრაზე საუბარი ანტიკორუფციული ბიუროს სამომავლო საქმიანობას შეეხო. ხაზი გაესვა, რომ, მთავრობა ზედმიწევნით მუშაობს ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე და ანტიკორუფციული ბიუროს შექმნაც ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების ნაწილია.
რაჟდენ კუპრაშვილი /ბიოგრაფია/ - სამართლის დოქტორანტი.
რაჟდენ კუპრაშვილს მიღებული აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება. მან დაამთავრა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადაც მიენიჭა მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. გარდა ამისა, ის არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის დოქტორანტი.
მას გააჩნია იურისტად მუშაობის 16–წლიანი უწყვეტი სტაჟი. წლების განმავლობაში, ხელმძღვანელობდა კომპანიებს „კუპრაშვილი და ადვოკატები“ და „შავი ზღვის საერთაშორისო საარბიტრაჟო პალატა“, ასევე მუშაობდა იურისტის პოზიციაზე საპროექტო–საკვლევაძიებო ინსტიტუტში „ტრანსპროექტი“. 2001 წლიდან 2009 წლამდე, ის იყო მოსამართლის თანაშემწე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.
2009-2013 - შპს „პრობლემური სესხების მართვის ჯგუფი“ - იურისტი
2009-2010 - შპს „თბილისის სამედიატორო სასამართლო მუდმივმოქმედი არბიტრაჟი მეტეხი“ -იურისტი
2012-2013 - შპს „დტბ აუქციონი“ - იურისტი
2014-2015 - შპს „შავი ზღვის საერთაშორისო საარბიტრაჟო პალატა“ - იურისტი
2015- 2019 - სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“ - იურისტი
2019 წლის თებერვლიდან აირჩიეს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორად.
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
0
0