საქართველოს ნაკრების წევრი გიორგი ქოჩორაშვილი შეყვარებულია. მისი რჩეული გოგონა, ბრაზილიელი სანდრა მენდონსაა. როგორც ჩანს 2023 წლის სექტემბერში ქალი ნაკრების მატჩს საქართველოში დაესწრო, ფოტოზე ჩანს, რომ სტადიონზე ზის და გიორგის მაისური აცვია.
გუშინდელ მატჩზე კი ინსტაგრამზე გიორგი ქოჩორაშვილის მიერ გატანილი გოლის ვიდეოს აქვეყნებს და წერს „ოცნებები ხდება…“ როგორც ჩანს ამჯერად საყვარელ მამაკაცს შორიდან გულშემატკივრობდა.
ცნობისთვის, გიორგი ქოჩორაშვილი ნაკრების ის ფეხბურთელია, რომელმაც საბერძნეთის კარში გუშინ პირველი პენალტი წარმატებით შეასრულა.
მასზე პრესკონფერენციაზე ისაუბრა ნაკრების მწვრთნელმა, ვილი სანიოლმაც:
"მწვრთნელის წარმატება ფეხბურთელის მიღწევისგან განსხვავებულია. ფეხბურთელი პასუხს საკუთარ თამაშზე აგებს, მწვრთნელი კი გუნდის შედეგზე. ეს სულ სხვა შეგრძნებაა, რაც დიდ შრომას მოაქვს. პენალტებზე ბევრი ვივარჯიშეთ. როდესაც სერია იწყებოდა, უნდა შეგვერჩია, ვინ დაარტყამდა, ფეხბურთელებს გავესაუბრე და პირველი პენალტის შესრულება ქოჩორაშვილმა ისურვა. ის დიდი ხანია არაა, რაც ნაკრებში თამაშობს, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს წლებია, გუნდის წევრია. იგივე დვალი, რომელმაც ისე კარგად შეასრულა პენალტი. არავის გამოყოფა არ მსურს, დღეს ყველამ ფანტასტიკურად ითამაშა“, - განაცხადა გუშინ ვილი სანიოლმა.
0
0