
ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას, რომელსაც 13 წლის გოგო ემსხვერპლა, თვითმხილველები იხსენებენ და წერენ, რომ ბავშვების ამოსაყვანად შადრევანში მამაკაცი შევიდა. მან შადრევნიდან ორი ბავშვი ამოიყვანა, თუმცა მესამეს ამოყვანას ვერ ახერხებდა, რადგან მასაც დენი არტყამდა.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ვაკის პარკის მებაღე დევი მეზურნიშვილია.
ცნობისთვის, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. ერთი ბავშვი ამ დრომდე იაშვილის კლინიკაში რჩება, ერთი კი „ნიუ ჰოსპიტალსის“ კლინიკაშია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო.
0
0