
გუშინ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა საყვარელ ქალს ხელი საჯაროდ სთხოვა. ვიდეო 22 წლის სპორტსმენმა "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
ვიდეოში, რომელშიც ხელის თხოვნაა გადაღებული, ჩანს, რომ გოგონა მეგობრებთან ერთად ერთ-ერთ კაფეშია, სადაც მოულოდნელად მამარდაშვილი შედის, ქალს ყვავილების თაიგულს მიართმევს და შემდეგ ცოლობას სთხოვს.
ფეხბურთელის ჟღალთმიანი რჩეული ელენე ეპიტაშვილია. გოგონა "აისიმოდელის“ მოდელია, რომელიც ორი წლის წინ, ნოდიკო ტატიშვილმა თავის კლიპში გადაიღო.
"ელენე ძალიან ლამაზი და არტისტულია. დაიმახსოვრეთ ეს გოგო! ვფიქრობ, ახალი და საინტერესო სახე იქნება ჩვენს შოუბიზნესში. ზუსტად ის ტიპაჟია, რაც რეჟისორს უნდოდა“, - ამბობდა იმხანად ნოდიკო, რომელმაც ელენე კასტინგზე ასი გოგონადან ამოარჩია.
"მიყვარხარ!" - წერს ერთ-ერთი ფოტოს კომენტარში "მამარდა".
გასულ კვირას, სტატისტიკური კომპანია CIES Football Observatory 25-წლამდე საუკეთესო მეკარეების განახლებული სია გაავრცელა, რომლის საუკეთესო 5-ეულში "ვალენსიას" ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილიც მოხვდა.
წყარო: ambebi.ge
0
0