
"უკვე გაჩნდა ჩემს მიმართ საჯარო მუქარები, ახალი დავალების ნაწილია ეტყობა, მარტო კაცური კაცი თუ დაწერდა ასე. Postv-ის თანამშრომელი და თან სალომე ბაკურაძის ქმარი ყოფილა, ძალიან კარგი გოგოსი, აგრეთვე სამეფო კართან დაახლოებული.
Ps. ცოტა ხნის წინ, კიდევ ერთი მუქარა მივიღე, ამჯერად ემუქრებიან ჩვენი შემოქმედებითი გუნდის მიერ დაარსებულ ხელოვანთა კავშირს კონცეპტArt-ს. "ავაყირავებთო". ცხადია, მუქარების ჩამონათვალი შეიკრა, ცხადია, მივდივარ პოლიციაში განცხადების დასაწრად", - ასე უპასუხა კონცეპტArt-ის ხელმძღვანელმა თეონა ჯორბენაძემ, PosTV-ის წარმომადგენლისა და მომღერალ სალომე ბაკურაძის მეუღლის, ლაშა ბასლანძის პოსტს, რომელმაც თეონა ჯორბენაძე “ფაშიზმში” დაადანაშაულა.
ცნობისთვის, ბასლანძემ დაწერა: “კონცეპტArt - ვინ არის ჩემი პატარა ფაშისტკა? შვილებს ეუბნები თეონა, რომ ჰიტლერის შთამომავალი ხარ? დაგველოდე მწარედ უნდა მოგადოთ”, დაწერა ბასლანძემ.
აღსანიშნავია, რომ ჯორბენაძისა და ბასლანძის ეს დაპირისპირება, თეონა ჯორბენაძის დღევანდელ ვრცელ პოსტს მოჰყვა, სადაც კონცეპტArt-ის ხელმძღვანელმა, ტელეწამყვანი შალვა რამიშვილი და ტელეკომპანია PosTV-ი გააკრიტიკა, ხოლო ხელოვანებს დაემუქრა, - ვინც ამ ტელეკომპანიაში მივიდოდა, მათთან არ ითანამშრომლებდა.
0
0