25/06/2023
09:47
საზოგადოება
მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ გულშემატკივრებს იმის გამო მოუბოდიშა, რომ რამდენიმე დღის წინ, მოსკოვში, მეგობრის დაბადების დღეზე იმყოფებოდა და იქ მყოფ ქართველ მომღერლებთან ერთად შეასრულა სიმღერა „სამშობლო“.
შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელშიც გავრცელდა. მასში ჩანს, რომ ნუცა ბუზალაძემ „სამშობლო“ სოსო პავლიაშვილთან, დათო ხუჯაძესთან, ხვიჩა მაღლაკელიძესთან და მიშო სულუხიასთან ერთად შეასრულა. ასევე, გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ მოსკოვში იმღერა მეგი გოგიტიძემაც.
ამ ვიდეოს საზოგადოებაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა, რის გამოც ბუზალაძემ ბოდიში მოიხადა.
როგორც ირკვევა, იუბილარი ნია კოღუაშვილი იყო. ის ქართველი „კანონიერი ქურდის“ ბადრი კოღუაშვილის (ქუთაისკის) ქალიშვილია. დედა კი ცნობილი ქართველი მსახიობი, ენდი ძიძავაა. მან ცოტა ხნის წინ პოსტიც გამოაქვეყნა.
ძიძავა წერს:
„მზად ვარ, ნებისმიერ ჟურნალისტთან გავაკეთო კომენტარი ჩემი შვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით, რომელიც მის დაბადების დღეს 22 წლის განმავლობაში მეორედ შეხვდა მამასთან ერთად! ნიას მამა მის დაბადებასაც არ დასწრებია... ყველა იქ მყოფი მომღერალი ოჯახის უახლოესია და შეწყვიტეთ მათზე ცილისწამება თანხების აღებასთან დაკავშირებით!
ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ არ მჩვევია დამალვები. პასუხები ყოველთვის მაქვს კითხვებზე. აქ ვარ! მკითხეთ და გიპასუხებთ! იქამდე კი, კიდევ ერთხელ დავწერ. ამ ადამიანებს ჰყავთ ოჯახები. აქვთ ლხინის და ჭირის დღეები და მინიმუმ, ამ დღეებში უნდა ჰქონდეთ უფლება რამდენიმე დღით სამშობლოში დაბრუნების, თუმცა... გრუზ 200-ზე რომ ატყდება ხოლმე ამბავი, ამის მერე რა გინდა თქვა ადამიანმა?...
პ.ს. ტროლებს და ბოტებს ვთხოვ პირადში მომწერონ! დამჰაჰავებლებო,რა საყვარლები ხართ და რამდენი ხართ. უჰ,როგორ დილამდე ვიცინებდი თქვენთან ერთად.
პ.ს. და კიდევ, იმ პერსონების საყურადღებოდ, ჭკუას რომ მასწავლიან, სად უნდა ვიყო, სად არა, სად არ უნდა მოვაწყო „ღრეობა“ და ა.შ. ღმერთო ჩემო, ეეჰ, რას არ მოესწრება ადამიანი... იმ წვეულებაზე არ ვყოფილვარ! და მორჩით ყაყანას! მოკლედ და კონკრეტულად!“ - დაწერა ენდი ძიძავამ.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024