
შვილმა მამას ძაღლი მერვე სართულიდან გადაუგდო. 10 წლის როტვეილერი მოკვდა. შემთხვევა თბილისში, სამგორის რაიონში მოხდა. ჩადენილი დანაშაულისთვის, 28 წლის შვილი მამამ პოლიციას თავად ჩააბარა.
თვითმხილველი მარიამ იასეშვილი იმ საღამოს იხსენებს, როცა მეზობელმა მე-8 სართულიდან, 10 წლის როტვეილერი გადმოაგდო.
თვითმხილველებმა პოლიცია გამოიძახეს, შემთხვევის ადგილზე მივიდა ცხოველთა მონიტორინგის სამსახურიც.
მამაკაცი, რომელიც შემთხვევის ადვილზე ძაღლის პატრონად გაეცნო შესაბამის სამსახურებს, მოგვიანებით, პოლიციამ დააკავა. ბრალდებულმა აღიარა, რომ მამის კუთვნილი ძაღლი აივნიდან გადააგდო. შვილი მამამ პოლიციას ჩადენილი დანაშაულისთვის, თავად ჩააბარა.
ცხოველზე სავარაუდო მოძალადე 28 წლის ნიკოლოზ აფხაზოვია. მამამ მომხდარზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
სისხლის სამართლის ეს კონკრეტული საქმე, რომელიც ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობას გულისხმობს, უკვე პრეცედენტულია. ქართულ რეალობაში ამ ბრალდებით პირი პირველად დააპატიმრეს. მას 4 წლიანი პატიმრობა ემუქრება.
0
0