-share.jpg)
რამდენიმე ქართველი მოსამართლე ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ამის შესახებ მოსამართლე ეკა არეშიძის მიერ გამოქვეყნებული პოსტიდან ირკვევა.
არსებული ინფორმაციით, მასთან ერთად შეერთებულ შტატებში გაემგზავრნენ მოსამართლეები: ლევან დარბაიძე, თამარ ჩიხლაძე და ნინო ელიეშვილი.
აღსანიშნავია, რომ ნინო ელიეშვილი იმ ხუთი მოსამართლის თავდაპირველ შემადგენლობაში იყო, რომლებიც აშშ-ში სასწავლო ვიზიტით უნდა გამგზავრებულიყვნენ, თუმცა, მას შემდეგ, რაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა კორუფციაში მონაწილეობის ბრალდებით ლევან მურუსიძეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა და ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა, ოთხმა მოსამართლემ აშშ-ში დაგეგმილ ვიზიტზე უარი თქვა. არსებული ცნობით, სწორედ ლევან დარბაიძემ, თამარ ჩიხლაძემ და ნინო ელიეშვილმა ჩაანაცვლეს ისინი.
0
0
რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს
11/08/2025