04/08/2023
19:27
საზოგადოება
„მამისონის“ კოტეჯების ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაკარგულ, ამავე დასასვენებელ სივრცეში დასაქმებულ დეიდაშვილებს – თემურ ჩარკვიანსა და ნიკა ჩალაძეს ეძებენ.
როგორც „ფორტუნას“ ოჯახის ნათესავმა განუცხადა, დაკარგულებს ოჯახის წევრები გუშინ, დილის საათებში ესაუბრნენ.
"სტიქიის დროს „მამისონის“ კოტეჯების ტერიტორიაზე ჩემი დეიდაშვილები იმყოფებოდნენ. ორივე იქ მუშაობდა.
დილით გადიოდნენ სახლიდან, სოფელ ლაგვანთიდან და საღამოს ბრუნდებოდნენ. 20 დეიდაშვილი ვართ, დიდი იმედი მაქვს, ისევ ამდენი ვიქნებით, სასწაულის მოლოდინში ვარ“, – უთხრა “ფორტუნას” ოჯახის ნათესავმა, ნათია ჩუბინიძემ.
შეგახსენებთ, რომ 3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო „Sunset Shovi“-თან მეწყერი ჩამოწვა.
ამ დროის ინფორმაციით, დაკაურგულად 25-მდე ადამიანი ითვლება.
ბოლო მონაცემებით, შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა.
სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი.
შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.
0
0