
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვი იმედოვნებს, რომ გააგრძელებს აშშ-სთან აგვისტოს დასაწყისში დაწყებულ „სასარგებლო საუბარს“.
„რუსული მხარე იმედოვნებს, რომ დღეს ალასკაში სასარგებლო საუბარს გააგრძელებს. ჩვენ არასდროს არაფერს ვგეგმავთ წინასწარ. გვაქვს არგუმენტები და მკაფიო, გასაგები პოზიცია, რომლებსაც აუცილებლად დავაფიქსირებთ.
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის ვიზიტების დროს უკვე ბევრი რამ გაკეთდა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმაც ისაუბრა. სტივ უიტკოფმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სახელით ისაუბრა. იმედი მაქვს, რომ დაწყებულ სასარგებლო საუბარს გავაგრძელებთ,“ - განაცხადა ლავროვმა.
როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი 6 აგვისტოს რუსეთში იმყოფებოდა, სადაც ის ვლადიმერ პუტინს შეხვდა.
0
0