11/07/2023
21:24
მსოფლიო
დღეს, მე გავემგზავრე ვილნიუსში გადაწყვეტილებების რწმენით, პარტნიორების რწმენით, ძლიერი ნატო-ს რწმენით, ნატო-სი, რომელიც არ ყოყმანობს, არ ფლანგავს დროს და არ იხედება უკან აგრესორისკენ, მინდა, ეს რწმენა გახდეს თავდაჯერებულობა გადაწყვეტილებებში, რომლებსაც ჩვენ ვიმსახურებთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ნატო მისცემს უკრაინას უსაფრთხოებას, უკრაინა გააძლიერებს ალიანსს.
„მე მინდა, რომ ეს რწმენა გახდეს თავდაჯერებულობა; თავდაჯერებულობა გადაწყვეტილებებში, რომლებსაც ჩვენ ვიმსახურებთ – ვიმსახურებთ ჩვენ ყველანი და რომლებსაც ყოველი მეომარი, ყველა დედა, ყველა ბავშვი ელოდება. ეს ძალიან ბევრია, რასაც უნდა ველოდოთ? ნატო მისცემს უკრაინას უსაფრთხოებას, უკრაინა გააძლიერებს ალიანსს.
დიდება უკრაინას, დიდება ლიეტუვას!
მე ვთქვი ეს ვილნიუსში ლიეტუველებისა და უკრაინელების წინაშე, რომლებიც შეიკრიბნენ კონცერტზე, რომელიც იყო ნაწილი კამპანიისა სახელწოდებით – „დროშის აღმართვა უკრაინისთვის ნატო-ში“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
0
0