28/04/2023
18:35
პოლიტიკა
ვილნიუსის სამიტზე ძლიერ მხარდამჭერ სიგნალს გავუგზავნით უკრაინელ ხალხს და ყველა ჩვენს პარტნიორს, როგორიც საქართველოა, - ამის შესახებ ნატოში აშშ-ის ელჩმა ჯულიან სმიტმა „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
„ჯერ არ ვიცით, ვინ შემოგვიერთდება ვილნიუსის სამიტზე. ჩვენ ყველანაიარად ვცდილობთ პარტნიორების მონაწილეობას მთელი მსოფლიოდან. ნატოს 40 პარტნიორი ჰყავს და მათგან საქართველო განსაკუთრებით ახლო პარტნიორია. ვნახავთ, რა იქნება შესაძლებელი და იმედი გვაქვს, მალე გვექნება ინფორმაცია თქვენთვის გასაზიარებლად. ჩვენი ქართველი მეგობრები იქნებიან თუ არა, ვფიქრობ ნატოს გზავნილი ძალიან ნათელია თუ რამდენად ღირებულია ნატოსთვის ეს პარტნიორობა, რამდენად ძლიერია ჩვენი სურვილი - შევაჩეროთ რუსული აგრესია, რუსული დეზინფორმაცია, რუსული ნარატივი, რომ ნატოს გაფართოების პოლიტიკაა პასუხიმხგებელი ომის დაწყებაზე, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. რუსეთი ჩვენ გვადანაშაულებს მათ მიერ განხორციელებულ სამხედრო აგრესიაში. ჩვენ ვილნიუსიდან ძლიერ მხარდამჭერ სიგნალს გავუგზავნით უკრაინელ ხალხს და ყველა ჩვენს პარტნიორს, როგორიც საქართველოა. ეს იქნება ჩვენი ერთობის სიგნალი, მხარდაჭერის გაგრძელების, ურთიერთობების გამყარების სიგნალი. მსჯელობა მიმდინარეობს, მაგრამ ვილნიუსში შესაძლოა მზად ვიყოთ პოტენციურად ნატოს შემდეგი გენერალური მდივნის არჩევისთვის. ძალიან დატვირთული სამიტი იქნება, მაგრამ ნატოს პარტნიორებთან ურთიერთობების მნიშვნელობა იქნება ერთ-ერთი ძირითადი ნაწილი“, - აცხადებს ჯულიან სმიტი.
0
0