
“ხელისუფლების შეცვლა საკმარისი არ არის. ნამდვილი სამართლიანობა მხოლოდ მაშინ აღდგება, როცა „ქართული ოცნების“ ყველა ის წევრი, ვინც მონაწილეობდა ამ პროცესში, მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს სამშობლოს ღალატისთვის“- წერს ვიკა ბუკია სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, დადგება დრო, როცა მათ შთამომავლებს უბრალოდ შერცხვებათ იმის აღიარება, რომ მათი წინაპრები ამ მავნებლური სისტემის ნაწილი იყვნენ.
„ივანიშვილი თავისი „ოცნებით“ ხვალვე, სულ რაღაც 5 წუთშიც რომ ჩამოცილდეს ხელისუფლებას, იმ უზარმაზარი ზიანის აღდგენას, რაც მათ საქართველოს მიაყენეს, მაინც წლები დასჭირდება.
ეს დანგრეული ინსტიტუტები, გაფუჭებული ურთიერთობები პარტნიორებთან და გაყინული მომავალი - ეს ყველაფერი ჩვენი გამოსასწორებელი იქნება.
თუმცა, მხოლოდ ხელისუფლების შეცვლა საკმარისი არ არის. ნამდვილი სამართლიანობა მხოლოდ მაშინ აღდგება, როცა ამ ქვეყნის წინაშე ჩადენილი ყოველი ნაბიჯი სათანადოდ შეფასდება. როცა „ქართული ოცნების“ ყველა ის წევრი, ვინც მონაწილეობდა ამ პროცესში, მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს სამშობლოს ღალატისთვის.
დადგება დრო, როცა მათ შთამომავლებს უბრალოდ შერცხვებათ იმის აღიარება, რომ მათი წინაპრები ამ მავნებლური სისტემის ნაწილი იყვნენ. ეს იქნება გარდაუვალი მორალური განაჩენი, რომელსაც ვერავინ გაექცევა“-წერს ვიკა ბუკია.
0
0