-share.jpg)
საქართველო არ შერცხვენილა - თურქებს სულ ბოლო წუთამდე დიდი პრობლემები შეექმნათ - ფილოლოგი გია მურღულია საქართველო-თურქეთის მატჩს სოციალურ ქსელში აფასებს:
1. ქართველებმა იბრძოლეს გონიერი ღირსებით;
2. ვიღაც ძალიან გავლენიანმა დაგვწყევლა - ორი უბრწყინვალესი - პირდაპირ საარაკო - დაგვირტყეს და ჩვენი საგოლე ეპიზოდებისას თურქების კარს ჯადო წაეცხო;
3. მესამე ბურთი ვაჩუქეთ - არ იყო საჭირო მეკარის წინ წასვლა;
4. თურქეთმა თამაშის ხარისხით ვერ გვაჯო ბა;
5. ჩვენს ბიჭებს მადლობა ეკუთვნით თავდადებისა და პასუხისმგებლობისთვის საქართველოს წინაშე;
6. კვარაცხელიასგან მეტს ველოდით, მაგრამ ის კიდევ იტყვის თავის სათქმელს;
7. სანიოლს, ჩემი აზრით, ჩაკვეტაძე არაფრით არ უნდა გაეყვანა - ის ჩვენი ნაკრებისთვის საკვანძო მოთამაშეა;
8. დაცვას მეტი მოეთხოვება;
9. ჩვენი შეტევა ნებისმიერი გუნდისთვის სახიფათოა.
დაბოლოს:
საქართველო არ შერცხვენილა - თურქებს სულ ბოლო წუთამდე დიდი პრობლემები შეექმნათ.
ჩვენი სადებიუტო მატჩი უიღბლოდ დამთავრდა, მაგრამ ყველაფერი წინ არის - "სანამ ცოცხალი ხარ, არ გაბედო სიკვდილი!"
წინ, ბიჭებო!
თავაწეულებმა იარეთ.
საქართველო თქვენ გვერდით არის - წერს მურღულია.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი გამართა და მძიმე ბრძოლაში თურქეთთან დამარცხდა. 25-ე წუთზე ანგარიში თურქებმა გახსნეს, ხოლო საქართველოს ნაკრებიდან გიორგი მიქაუტაძემ პირველი, ისტორიული გოლი 31-ე წუთზე გაიტანა და პირველი ტაიმი ფრედ 1:1 დასრულდა. თურქებმა ორი გოლის გატანა მატჩის მეორე ნახევარში შეძლეს, საბოლოოდ კი შეხვედრა ანგარიშით 3:1 დასრულდა. ევროპის ჩემპიონატზე მომდევნო შეხვედრას „ჯვაროსნები“ 22 ივნისს, ჰამბურგში გამართავენ, სადაც ჩეხეთს დაუპირისპირდებიან.
0
0