
ვიდრე რუსული საოკუპაციო ჯარი საქართველოს ტერიტორიაზე დგას, ნატო-ში ჩვენი გაწევრიანება ძალიან გართულებულია, - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკის ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„უკრაინაში ახლა ომი მიდის, ამიტომაც ახლა უკრაინის მიღება აბსოლუტური სიგიჟე იქნება, ეს ყველამ იცის, უბრალოდ ხმამაღლა ამას არ ამბობენ, ზრდილობიანად ეუბნებიან. იქ ომი მიდის, ზოგიერთი დაიწყებს - ინსტიტუციური განვითარება სჭირდება, დემოკრატიის ხარისხიო - სისულელეა ეს ყველაფერი როგორც ჩვენი, ასევე უკრაინის შემთხვევაში. როცა ალბანეთი ნატო-ში შევიდა, არანაირი დემოკრატია იქ არ ყვაოდა, უამრავი მაგალითი შეიძლება კიდევ. მთავარი პრობლემა აქ არის ის, რომ რუსული ჯარი სადაც დგას, იმ ქვეყნის ნატო-ში შეყვანა, მით უმეტეს, თუ იქ ცხელი ომი მიდის, როგორც უკრაინაშია, პრაქტიკულად კი არა, თეორიულად წარმოუდგენელია. ერდოღანმა უკრაინის ნატო-ში შესვლას მხარი დაუჭირა, მაგრამ ეს რეალობას სამწუხაროდ, უკრაინისთვის არ ცვლის - ვიდრე იქ ომი მიდის, ეს შეუძლებელია, უბრალოდ, გამორიცხულია“, - განაცხადა შარაშენიძემ.
0
0