
მსახიობმა გიორგი გურგულიამ გადაცემა „დღის პოსტში“ თავისი პირადი ცხოვრების შესახებ ისაუბრა.
„ოთხჯერ ვიყავი დაქორწინებული, ოთხი შვილი მყავს. ათი წელი მყავდა ერთი ცოლი, მეორეც – ათი, მესამე – შვიდი და მეოთხე – ხუთი წელი. ჩვენ ყველა მეგობრები ვართ, ყველა მეუღლე ჩემი მეგობარია. ღმერთმა არ გაუჭირვოთ და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ გვერდში დავუდგე. ის სიყვარულის დიდი ნაწილი რჩება, რაც შემდეგ პატივისცემაში გადადის.
ჩემი თაობა იმ პერიოდში მოხდა, როდესაც ყველაფერი იცვლებოდა, სულ ცვლილებებში ვართ. ათი წელი არ გვქონია ქვეყანაში სტაბილური, სამყარო იცვლება, ტექნოლოგიები შემოდის. ამ დროს ძნელია აჰყვე ცხოვრების ტემპს. მთავარია, ადამიანი იყო ბედნიერი და სამყარო გიყვარდეს, რომ იღვიძებ, გიხაროდეს“, – თქვა მან.
ნახეთ ვიდეო:
0
0