
ხვალ საქართველოს ბრუნო მარსი ეწვევა. „სთარინგ ჯორჯიას“ ფარგლებში თბილისი მორიგი გრანდიოზული კონცერტისთვის ემზადება.
"შეამოწმე წინასწარ შენი ბილეთი და რიგებისგან თავის ასარიდებლად მოდი ზუსტად შენს შესასვლელთან:
კარები 16:00 საათიდან გაიხსნება. მოდი ადრე, გაერთე სხვადასხვა აქტივობებით და შეიძინე ბრენდირებული აქსესუარები Bruno Mars-ის ოფიციალურ მაღაზიაში" - წერს Black Sea Arena.
ბრუნო მარსი კონცერტს „დინამო არენაზე“ გამართავს და ორ საათს გაგრძელდება. ორგანიზატორების განცხადებით, მსგავსი სანახაობრივი კონცერტი ამიერკავკასიაში ჯერ არ ჩატარებულა.
გაეცანით Bruno Mars-ის ღონისძიების განრიგს და აკრძალული ნივთების ჩამონათვალს.
პირველ ოქტომბერს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ღამის ორ საათამდე იმუშავებს.
ნახეთ ვიდეოინსტრუქცია, გაეცანით განრიგს.
0
0
37 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან
09/04/2026