23/11/2024
18:32
საზოგადოება
უნივერსიტეტთან ერთი პატარა ბაღი ვერ გავავსეთ, არ მჯერა, აქ ბევრი ხალხი უნდა იყოს - ამბობს პოეტი კოტე ყუბანეიშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან მიმდინარე აქციაზე, სადაც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები მართავენ
,,უნივერსიტეტთან ერთი პატარა ბაღი ვერ გავავსეთ, არ მჯერა, აქ ბევრი ხალხი უნდა იყოს. არადა, საერთო მიზანი გვაქვს - არა ოცნებას" - ამბობს ყუბანეიშვილი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან აქციას ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები მართავენ
აქციის მონაწილეების თქმით, ისინი "გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ“, ამასთან სოლიდარობას უცხადებენ სტუდენტებს, რომელთა ნაწილიც თსუ-ს ერთ-ერთ აუდიტორიაში მე-4 დღეა ღამეს ათენებენ.ისინი უნივერსიტეტის რექტორის, ჯაბა სამუშიას გადადგომას ითხოვენ.
როგორც „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე აცხადებს, პოლიტიკოსები სტუდენტებს სოლიდარობას უცხადებენ.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიები და მოქალაქეთა ნაწილი 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა.
0
0