09/09/2023
22:40
სოც-ქსელები
ქორეოგრაფ თეა დარჩიას ქალიშვილს, „სუხიშვილების“ მოცეკვავე მარიამ მათიაშვილს დღეს ქორწილი აქვს.
ულამაზეს თეთრ კაბაში მარიამი შესანიშნავად გამოიყურება.
აღსანიშნავია, რომ მარიამ მათიაშვილმა, რამდენიმე დღის წინ, საკუთარ რჩეულს ემოციური სიტყვები დაუწერა:
„დიდი მადლობა ყველას ამხელა სითბოსთვის და სიყვარულისთვის, ცხოვრების ახალ და ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე გადავედი, რომელიც დავუკავშირე ჩემთვის ყველაზე ძვირფას ადამიანს, მადლობა ღმერთს რომ სწორედ შენ გიკავშირდება ჩემი მომავალი, თუ ოდესმე მიფიქრია როგორი შეიძლება ყოფილიყო ჩემი ,,რჩეული".
დღევანდელი გადმოსახედიდან შენზე ვიოცნებებდი, საოცარი ადამიანი ხარ, ისეთი როგორიც ჩემს წარმოსახვასაც აღემატება, ყველა ის დადებითი თვისებები გაქვს რაც შეიძლება იდეალურ ადამიანს ჰქონდეს, მადლობა გვერდში დგომისთვის, სიყვარულისთვის, სითბოსთვის, ყურადღებისთვის და უბრალოდ იმისთვის, რომ ყოველი შენთან გატარებული დღე დღესასწაულია, ძალიან მიყვარხარ, მეიმედები და მიხარია რომ სწორედ შენ გვქვია ჩემი“,- წერდა მარიამი.
ნახეთ ულამაზესი კადრები მარიამ მათიაშვილის ქორწილიდან. პატარძალთან ერთად თეა დარჩიაც აცეკვდა:
0
0