დღეს თბილისის მეტროს პირველ ხაზზე რამდენიმეწუთიანი შეფერხება იყო.
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე, სადაც ტექნიკური ხარვეზის გამო, მგზავრთა მომსახურება დროებით შეჩერებული იყო, მოძრაობა ეტაპობრივად მალევე აღდგა.
როგორც სატრანსპორტო კომპანიაში განაცხადეს, პირველ ხაზზე ტექნიკური ხარვეზის გამო საჭირო გახდა მატარებლის ხაზიდან მოხსნა, რის გამოც, პირველ ხაზზე, მატარებლის მოძრაობა შეზღუდული იყო.
ამ დროისთვის პრობლემა მოხსნილია.
ცოტა ხნის წინ კი სოციალურ ქსელში უჩვეულო ვიდეოკადრები გავრცელდა. ვიდეოში ჩანს, რომ მეტროს მატარებელში სულ მცირე 8 ვაგონია, რომელიც პირველ ხაზზე გადაადგილდება.
სავარაუდოდ, დაზიანებული ვაგონების გადასაადგილებლად დამატებითი მატარებელი გახდა საჭირო და ის მგზავრების გარეშე მოძრაობდა.
“გინახავთ ამ სიგრძე მატარებელი, თბილისის მეტროში?” - წერს სოცქსელის მომხმარებელი და თბილისის მეტროდან ამ უჩვეულო ვიდეოს აქვეყნებს.
0
0