UFC 298-ზე, ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლამდე ილია თოფურია და ალექსანდრ ვოლკანოვსკი მედიის წინაშე წარდგნენ. „ამ ბრძოლის შემდეგ ყველანი ჩემკენ იქნებით“ - აღნიშნა თოფურიამ და შემდეგ ვოლკანოვსკის მიმართა: „შენით იატაკს მოვწმენდ, გაგანადგურებ, ბრძოლას პირველივე რაუნდში დავასრულებ“.
თოფურიას ვოლკანოვსკიმ უპასუხა: „შენ ასეთი ხარ: „მინდა კონორ მაკგრეგორი ვიყო“. გაჩვენებ, რატომაც ვდომინირებდი დივიზიონში“.
პრესკონფერენციაზე საინტერესო რამ მოხდა, თოფურია ადგა და ვოლკანოვსკის ქამარი აიღო.
ილია მიმართავს ვოლკანოვსკის: „დღეს აქ მოხუცივით ჩაცმული მოხვედი, რადგან იცი რა მოხდება, პენსიაზე გადიხარ“. „ბრწყინვალე ლექციას ჩაგიტარებ“ - უპასუხა ვოლკანოვსკიმ.
თოფურია: „ამ შეხვედრის შემდეგ MMA-ს სრულიად შევცვლი, ამ სპორტის განვითარებასა და ამ სპორტის ევოლუციას წარმოვადგენ“. როცა ილია და ვოლკანოვსკი პირისპირ დადგნენ, ილიამ ვოლკანოვსკის უთხრა: „პატივს გცემ, როგორც პიროვნებას და როგორც პროფესიონალს, მაგრამ მე ჩემი ოცნებებისთვის ვიბრძვი“.
შეგახსენებთ, UFC-ის ქვემსუბუქ წონაში ილია თოფურიასა და ალექსანდრ ვოლკანოვსკის საჩემპიონო ბრძოლა 17 თებერვალს, საქართველოს დროით კი 18 თებერვალს, 07:00 საათიდან გაიმართება.
“პრაიმტაიმი”
0
0
პარლამენტის საგაზაფხულო სესია დაიხურა
27/06/2025