22/04/2024
01:32
საზოგადოება
“ტელეგრამში“ ერთ-ერთ არხზე ტერორიზმთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით შესაბამისი სამსახურები პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებებს ატარებენ.
როგორც “სფეისნიუსს” სკოლების წარმომადგენლებმა აცნობეს, ამ წუთებში თბილისის 98-ე, 105-ე, 77-ე საჯარო სკოლებში გამნაღმველები შევიდნენ.
“ვარკეთილი-3-ში მდებარე 105-ე სკოლაში გამნაღმველები შევიდნენ. მობილიზებულია 5 შესაბამისი მანქანა. მშობლები და პედაგოგები სიფრთხილეს იჩენენ და სავარაუდოდ, 22 აპრილს სასწავლო პროცესი არ შედგება”, ამბობენ ამ სკოლების წარმომადგენლები “სფეისნიუსთან”.
უკავშირდება თუ არა სკოლაში ჩატარებული შესაბამისი მოქმედებები ტელეგრამარხებში გავრცელებულ მუქარის შემცველ შეტყობინებებს ,ამაზე ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა.
როგორც ცნობილია, 21 აპრილს სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "22 აპრილს თბილისის რამდენიმე სკოლასა და მსხვილ სავაჭრო ცენტრებზე, შეიარაღებული თავდასხმა მოხდება".
ნახეთ ვიდეო ბმულზე, როგორ შედიან გამნაღმველები თბილისის 98-ე სკოლის ტერიტორიაზე. (ვიდეო თვითმხილველმა “სფეისნიუსს” მიაწოდა).
ფოტოზე კი იხილეთ “ტელეგრამში” გავრცელებული მუქარის შემცველი ინფორმაცია, რომელსაც სუს-ში არ ადასტურებენ და სიყალბეს უწოდებენ.
0
0