VIDEO: სრული ვიდეომიმართვა აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის - ტრამპის საინაუგურაციო სიტყვა
20/01/2025
22:21
მსოფლიო
A-
+A
დონალდ ტრამპი აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა.
ტრამპმა საპრეზიდენტო ფიცი უკვე დადო.
„მე საზეიმოდ ვფიცავ, რომ კეთილსინდისიერად შევასრულებ შეერთებული შტატების პრეზიდენტის მოვალეობას და ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში დავიცავ შეერთებული შტატების კონსტიტუციას“, – განაცხადა ტრამპმა ფიცის დადების დროს.
ფიცის დადების შემდეგ, საზოგადოებას დაახლოებით 30-წუთიანი სიტყვით მიმართა:
ტრამპის საინაუგურაციო სიტყვა, ძირითადი აქცენტები:
- დონალდ ტრამპი – ამერიკის ოქროს ხანა იწყება ახლა, დღეიდან ჩვენი ქვეყანა აყვავდება და კვლავ პატივს სცემენ მთელ მსოფლიოში
- დონალდ ტრამპი – ამერიკას დავაყენებ პირველ ადგილზე, ჩვენი სუვერენიტეტი დაბრუნდება, ჩვენი უსაფრთხოება აღდგება
- დონალდ ტრამპი – აშშ-ის ოფიციალური პოლიტიკა იქნება, რომ არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ორი გენდერი – ქალი და კაცი
- დონალდ ტრამპი – ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელსაც არ შეუძლია, მართოს მარტივი კრიზისიც კი ქვეყნის შიგნით და ამავდროულად, ებმება კატასტროფულ მოვლენებში საზღვარგარეთ
- დონალდ ტრამპი – მჯერა, რომ ჩემი სიცოცხლე უმიზეზოდ არ გადარჩენილა, მე გადამარჩინა ღმერთმა, რათა ამერიკა კვლავ დიადი გავხადო
- დონალდ ტრამპი – ეროვნული ერთიანობა ბრუნდება ამერიკაში, თავდაჯერებულობა და სიამაყე უპრეცედენტოდ მაღალია, ჩვენ არ დავივიწყებთ ჩვენს ქვეყანას, კონსტიტუციას და ღმერთს
- დონალდ ტრამპი – პირველ რიგში, გამოვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას ჩვენს სამხრეთ საზღვარზე, ყველა უკანონო შემოსვლა დაუყოვნებლივ შეჩერდება
- დონალდ ტრამპი – ამერიკული ოცნება მალე დაბრუნდება, აყვავდება, როგორც არასდროს, რათა აღდგეს ფედერალური მთავრობის კომპეტენტურობა და ეფექტიანობა
თარგმანი საქართველოს პირველი არხი:
0
0
123
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%