გვიან, ღამით, ირანმა ისრაელის მიმართულებით ათობით უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა. ისრაელის ქალაქებში საჰაერო განგაშის სირენებისა და აფეთქებების ხმა ისმოდა.
ირანის თავდასხმა ისარელზე, სირიაში მდებარე ირანის საკონსულოზე თავდასხმის საპასუხოდ განხორციელდა. თავდასხმა 5 საათზე მეტხანს გაგრძელდა.
ნიუ იორკ თაიმსი წერს, რომ 330-ზე მეტი სამიზნე იქნა გაშვებული: 185 თვითმფრინავი და 146 რაკეტა, ნაწილი კი ერაყიდან და იემენიდან.
აშშ დაეხმარა ისრაელს თავდასხმის მოგერიებაში, ამაში მონაწილეობა დიდმა ბრიტანეთმა და იორდანიამაც მიიღეს.
შედეგად, ისრაელის მხარემ განაცხადა, რომ სამიზნეების 99% ჩამოაგდეს ჯერ კიდევ მიახლოებისას.
ირანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მან წარმატებით გაანადგურა მნიშვნელოვანი სამხედრო სამიზნეები და დაემუქრა მეორე თავდასხმით, თუ ისრაელი რაიმე სამხედრო მოქმედებას განახორციელებდა.
ნახეთ ვიდეოკადრები ბმულზე, როგორ ნადგურდება ირანული დრონები ისრაელის საჰაერო სივრცეში:
https://spnews.io/storage/files/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9D%2014.mp4
0
0