Cyber Kmara-მ ინტერნეტში გამოაქვეყნა სავარაუდოდ ბიძინა ივანიშვილისა და დავით ხიდაშელის საუბარი.
გამოქვეყნებულ ჩანაწერში, სავარაუდოდ ბიძინა ივანიშვილი და დავით ხიდაშელი ერთმანეთს პროსტატის პრობლემებს უზიარებენ.
სავარაუდოდ, დავით ხიდაშელი: უდარნავალნავოი ის არის, არ გამოდის იმითი და ეს უდარნავალნავოია აპარატია და შენთვის არ შეიძლება 80%-ით მაგის გაკეთება.
სავარუდოდ, ბიძინა ივანიშვილი: არა, მე კარგი ექიმი მყავს, პროსტატის ისიც მაქვს, არა, მე მყავს კარგი ექიმი - ეგ არ არის პრობლემა. პროსტატის ზეთს, ამას ვიყენებ მე - ეს არის უნიკალური
ხიდაშელი: ეგ უბრალოდ ამუშავებს, ამოძრავებს სისხლის იმას აკეთებს, უდარნავალნავოია - როგორც გირტყავს ეგრეა, გაძიგძიგებს რომ ჩავფრინდები დღეს, საღამოს ვიქნები თბილისში და დაგირეკავ.
ივანიშვილი: არა, არ გინდა დარეკვა კაცო, მე ვიცი კაცო, ყრუდ კი არ ვიყიდე ეგ - მითხრა იმან, ეგ მაგარი სპეციალისტია, მეორე ეგეთი არ არის მსოფლიოში.
ხიდაშელი: ძალიან კარგი, ძალიან კარგი.
ივანიშვილი: პროსტატა მე ისედაც კარგად მქონდა, მაგრამ რომ დავამთავრე პროცედურა მნიშვნელოვნად შეამცირა, ხო იცი შენ…
ხიდაშელი: ხო მაგრამ, პროსტატიტზე აკეთებენ, ეს ციტოგენური შტორმია და ზუსტად მე რა ნემსიც გამიკეთეს, ზურგში რა ნემსიც გამიკეთეს, იმას აკეთებენ შიგნით, პროსტატაში.
ივანიშვილი: არ ვიცი ვინ რას აკეთებს, მარა…
ხიდაშელი: სასწაულია, 50%-ით აღდგენს ახალს. ციტოგენური შტორმია და მაგ ციტოგენურ შტორმით აახალგაზრდავებენ შიგნიდან პროსტატას.
ივანიშვილი: აბა გამომიგზავნე მაინც აბა…
ხიდაშელი: ხო, გამოვაგზავინებ.
ივანიშვილი: მე პრობლემა კი არ მქონდა, პროფილაქტიკისთვის გავიკეთე.
ხიდაშელი: მეც პროფილაქტიკისთვის მინდა იმიტომ, რომ როცა რამე პრობლემა გაქვს, უკვე გვიანია და მანამ პრობლემა გაქვს…
ივანიშვილი: მე წიკწიკა მაქვს, 40 წლის კაცის პროსტატიტი მაქვს - ტონუსისთვისაც კარგია.
ხიდაშელი: კი, კი, ტონუსისთვისაც კარგია.
ივანიშვილი: აქ გავიკეთე მე ის და, რომ გავიკეთე ეხოსკოპია, მერე იმასაც ვუთხარი და “რა გააკეთე ესეთი კაცო, როგორ დაპატარავდაო”.
ხიდაშელი: ძაან კარგი, ძაან კარგი იმიტომ, რომ არ მოძრაობს პროსტატა იმიტომ არის ეგრე - უმოძრაობის გამო.
ივანიშვილი: ჩემი სიმამრი ქირურგი იყო, კარგი კაცი - ყველაფერი უპატარავდება კაცს ასაკშიო, პროსტატიტი ეზრდებაო.
*სიცილი*
ხიდაშელი: ის იძახოდა მაგას, საზამთროსავით არისო - “ყუნწი უხმება და მუცელი ეზრდებაო”
*სიცილი*
ივანიშვილი: სიცილი კარგია ეგეც, კარგია - იდეალურია, ყუნწი უხმება, მუცელი ეზრდებაო, კარგია..
აქამდე, Cyber Kmara-მ სოციალურ ქსელში კიდევ ერთი სატელეფონო ჩანაწერი გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილი მოსკოვში ოჯახის ექიმისთვის ბინას ეძებდა.
Cyber Kmara წერდა, რომ ბიძინა ივანიშვილს ბიზნესისა და სხვა საქმეების სამართავად მოსკოვში საიდუმლო ოფისი აქვს - მათი მტკიცებით, ოფისს ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირი, რუსი ანდრეი დრიომინი მართავს, რომელსაც ივანიშვილი "ჩემს პროტეჟედ" მოიხსენიებს.
16 ოქტომბერს, სოციალურ ქსელში ასევე გავრცელა ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილის ცოლი, ეკატერინე ხვედელიძე, რუსულ კომპანია ფსიხოდემიის წარმომადგენელთან ქოუჩინგის კურსის დეტალებს არკვევდა.
0
0