სერია A-ს 26-ე ტურში „სასუოლოსთან“ მატჩში, სტუმრად, ხვიჩა კვარაცხელიამ ორი გოლის გატანა და საგოლე პასის შესრულება მოახერხა. მატჩი ნეაპოლელების გამარჯვებით, 6:1 დასრულდა.
„ნაპოლის“ გარემარბის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: Flashscore 9.0 ქულა, Sofascore 9.7, Whoscored 10 ქულა.
სტუმართა რიგებიდან 51-ე წუთზე თავი ხვიჩა კვარაცხელიამ გამოიჩინა და "სასუოლოს" ბრწყინვალე გოლი გაუტანა.
რამდენიმე წუთში ქართველმა გარემარბმა მეორეც გაიტანა და დუბლი მიითვალა.
ცნობისთვის, მატჩის 47-ე წუთზე კი კვარაცხელიამ მეტოქე გუნდის მცველის შეცდომით ისარგებლა და ვიქტორ ოსიმენს ამ მატჩში მესამე გოლიც გაატანინა.
მანამდე კი, „ნაპოლიმ“ პირველი ტაიმი „სასუოლოს“ 3:1 მოუგო.
ამრიგად, დღეს კვარას ანგარიშზეა საგოლე გადაცემა და 2 გოლი.
სერია A-ში გამართული 25 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ 40 ქულით მეცხრე ადგილზეა და ევროზონას ოთხი ქულით, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ზონას რვა ქულით ჩამორჩება. ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე კი მიმდინარე სეზონში მერვე გოლი და მეთხე საგოლე გადაცემაა.
0
0