31/01/2025
23:07
საზოგადოება
საპროტესტო აქცია მოეწყო დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელთან. მოთხოვნა უცვლელია – არხის ხელმძღვანელობის გადადგომა და შუადღისა და საღამოს ეთერის დათმობა.
აქციაზე შეკრებილებმა მზია ამაღლობელს მხარდაჭერა და სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს და მისი გათავისუფლება მოითხოვეს.
ტელევიზიასთან შეკრებილებმა ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გაამახვილეს ყურადღება და აქციების დროს დაკავებული სხვა მოქალაქეების საქმეებზეც ისაუბრეს.
აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ პირველი არხის კორესპონდენტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, მას კანონში შესულ ცვლილებებსა და აქციების დროს ნიღბების ტარების აკრძალვის გადაწყვეტილებაზე მიუთითა და „მოამბის“ ჟურნალისტს ჰკითხა, თუ რატომ ეკეთა მას სამედიცინო პირბადე აქციის გაშუქებისას, რის მიზეზადაც კორესპონდენტმა ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.
ნახეთ დაპირისპირების ვიდეო:
0
0