
მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში 42 წლის ქართველი "კანონიერი ქურდი" მინდია გორაძე (ლავასოღლი) დააკავეს.
ლავასოღლი ერთი მილიონი ევროს გამოძალვაშია ბრალდებული.
გამოძიების ინფორმაციით, საქმე ბიზნესმენებს შორის ფინანსურ დავას ეხება, რა დროსაც ერთ-ერთმა დახმარება ქართველ "კანონიერ ქურდს" სთხოვა.
არსებული ინფორმაციით, ლავასოღლიმ ყოფილ თანასაკნელთან ერთად ბიზნესმენებსა და ყოფილ პარტნიორებს შორის საქმის გარჩევაში მიიღო მონაწილეობა და "ჯილდოდ“ ერთი მილიონი ევრო, ნაღდი ფულის და ავტომობილების სახით მიიღო.
პოლიციამ ჩხრეკა კიშინეუში ლავასოღლის სახლებში ჩაატარა. ამოღებულია ნაღდი ფული და ძვირადღირებული ავტომობილები.
მოლდოვის პოლიციის ინფორმაციით, ერთ-ერთმა მხარემ დახმარება ქართველ "კანონიერ ქურდს" მინდია გორაძეს, იგივე ლავასოღლის სთხოვა.
საქმეში დევს აუდიო ჩანაწერი, სადაც ისმის, როგორ ემუქრება გორაძე 45 წლის ბიზნესმენს.
"გადამგდები ხარ, შენს სისხლს დავლევ, ხალხი მილიონ ევროში გადაყარე, ყველა ძვალს გადაგიმტვრევ. მოლდოვაშიც გიპოვი და ოდესაშიც, ყველგან სადაც დაგიჭერ მოგკლავ! შენ ვის აშინებ? ვინც აქამდე შეგიშინებია ისინი დააშინე. არ მოგასვენებ იქამდე სანამ ვალს სრულად არ დაფარავ!" - ამბობს ჩანაწერში ლავასოღლი.
საქმესთან დაკავშირებით მოლდოველი სამართალდამცველები საუბრობენ.
"ამჟამად დაკავებულმა პირმა მიმართა სპორტსმენ ივან შალტოიანუს რომელიც სასჯელს მკვლელობისთვის იხდიდა, შალტოიანუ ემუქრებოდა მამაკაცს და მის ოჯახს ფიზიკური ანგარიშსწორებით და მკვლელობით. შანტაჟი შემდეგშიც გაგრძელდა უკვე ქართველი კანონიერი ქურდის ჩართულობით, რომელზეც მოლდოვამ უკვე ძებნა გამოაცხადა," - ამბობს მოლდოვის საგამოძიებო უწყების პრეს-სპიკერი, ემილ გაიტური.
0
0