24/04/2024
11:13
პოლიტიკა
რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს შენობის წინ ხმაურია. „ქართული ოცნების“ წევრები, მათ შორის, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და „გახარია საქართველოსთვის“ წევრები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა რუსთავის მერს მიმართეს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკრებულოს თავმჯდომარეს იმპიჩმენტი „ნაცებთან“ ერთად გამოუცხადა.
„ნაცებთან“ ერთად უწყობთ თუ არა იმპიჩმენტს საკრებულოს თავმჯდომარეს ახლა, ნინო? მიპასუხეთ. თქვენ საკმარისი ხმები არ გაქვთ „ნაცების“ გარეშე“, - მიმართა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა რუსთავის მერს, ნინო ლაცაბიძეს.
„თქვენი უსაქმურობის დრო დამთავრდა, თავმჯდომარე გადადგა,“ – მიმართა რუსთავის მერმა „გახარია საქართველოსთვის“ წევრებს.
ნინო ლაცაბიძემ მედიასთან განმარტა, რომ რუსთავის მოქალაქეები გადაწყვეტენ ოპოზიციური საკრებულო ეყოლება, თუ არა.
"ქოცებო, თქვე ნაცებო!", - გაშლილია ბანერები რუსთავის მერიის წინ.
0
0
მასწავლებელ ლადო აფხაზავას თავს დაესხნენ
05/05/2024