
2023 წლის მარტიდან ივლისის ჩათვლით Young Architects Competition და ევროპის კოსმოსურ სააგენტოს შორის ერთობლივი კონკურსი გაიმართა. მისი მიზანი იყო მთვარეზე პირველი კვლევითი ბაზის შექმნა, სადაც 16 ადამიანს შეეძლო ცხოვრება და მუშაობა.
საქართველოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებმა ნინა ავდალიანმა და ივანე გვენცაძემ, მთვარეზე კვლევის ბაზის არქიტექტურული კონცეფცია შეიმუშავეს. მათ პროექტს ჰქვია HOAX 3.0.
ამ ნამუშევარმა კონკურსის ჟიურის დიდი მოწონება დაიმსახურა, რამაც ახალგაზრდა არქიტექტორებს ფინალში გასვლის საშუალება მისცა.
HOAX 3.0 არის 60 მეტრი დიამეტრის კონსტრუქცია, რომელიც დამზადებულია ალუმინის, ტიტანისა და რეგოლითისგან. ჩაშენებული მექანიზმების დახმარებით ბაზა ბრუნავს ცენტრალური ღერძის გარშემო, ქმნის ხელოვნურ სიმძიმეს. შიგნით არის მთავარი საცხოვრებელი ფართი, რომელიც დაკავშირებულია სათბურთან.
ვიდეო იხილეთ ქვემოთ მითითებულ ბმულზე:
https://spnews.io/storage/files/Video.mp4
ანალოგიური პროექტები ნახეთ ბმულზე.
0
0