10/06/2023
16:19
საზოგადოება
რეჟისორი და მსახიობი შონ პენი საქართველოშია. გუშინ მას თბილისში უმასპინძლეს. კადრებს და ფოტოს მომღერალი გიორგი უშიკიშვილი ავრცელებს.
როგორც ჩანს, რეჟისორმა ქართული სიმღერით ძალიან ისიამოვნა და მთაწმინდაზე, "აჭარა გრუპის" პავილიონში გამართულ ვახშამს დაესწრო.
როგორც ცნობილია, შონ პენი 10 ივნისს ამბის თხრობის ფესტივალს, ZEG, დახურავს. საუბრის მთავარი თემა კი იქნება ომი უკრაინაში და ოკუპაცია.
ცნობისთვის, შონ პენი უკრაინაში ომის დაწყების დღიდან უკრაინელთა გვერდითაა არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ფიზიკურად. ომის დაწყების შემდეგ, ის სამჯერ იმყოფებოდა უკრაინაში. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის კი საკუთარი "ოსკარი" გადასცა და უთხრა, რომ ჯილდოს უკრაინის გამარჯვების შემდეგ დაიბრუნებს.
გარდა ამისა, შონ პენმა უკრაინაში ომზე და რუსულ ოკუპაციაზე ფილმიც გადაიღო.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024